სამწუხარო იქნება, თუ გააკრიტიკებს ქვეყანას და დაზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს - კობახიძე პრეზიდენტზე

31.05.23 13:47
სამწუხარო იქნება, თუ გააკრიტიკებს ქვეყანას და დაზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს - კობახიძე პრეზიდენტზე

"ქართული ოცნების" თავმდჯომარე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ევროპარლამენტის უმაღლეს ტრიბუნას დღეს ხელისუფლების გასაკრიტიკებლად არ გამოიყენებს. ირაკლი კობახიძის თქმით, თუკი ზურაბიშვილი მაინც ასე მოიქცევა და ქვეყნის ევროინტეგრაციას დააზიანებს, ეს ძალიან სამწუხარო იქნება. 

მე არ შევალ სიღრმეში, ერთადერთი დავიტოვებ იმედს, გვაქვს სურვილი, რომ ნებისმიერი თანამდებობის პირისგან მითუმეტეს პრეზიდენტისგან, მოვისმინოთ ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებები. მითუმეტეს, მაღალი ტრიბუნიდან. დავიტოვოთ ამის იმედი. ვნახოთ, როგორი იქნება გაცხადებები. თუ გააკრიტიკებს ქვეყანას და თუ დაზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს, ეს იქნება ძალიან სამწუხარო,  - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

13 წლიანი პაუზის შემდეგ თბილისის დროით ზუსტად 17:00 საათზე ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა იწყება.