"ოცნება" პრემიერს იცავს - მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ზუსტად არ იციან, რამდენი კმ-ია რუსეთ-საქართველოს საზღვარი
ღარიბაშვილის გუნდი ერთმანეთის მიყოლებით ცდილობს პრემიერის გამართლებას და იმის დამტკიცებას, რომ მმართველ გუნდში არცერთმა არ იცის ზუსტი ციფრი, თუ რამდენი კილომეტრია საქართველო-რუსეთის საზღვარი და შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილსაც შეშლოდა.
მე რომ შეცდომაში არ შეგიყვანოთ, აღარ მახსოვს ახლა ზუსტად, 640 თუ 560-ია. ირაკლი შეიძლება შეეშალა ციფრი, როდესაც თქვა, თუმცა მან იგულისხმა მთლიანი საქართველოს საზღვარი და არა გამოკლებით სამჩაბლოს და აფხაზეთის. არვიცი ზუსტი ციფრი და რატომ გენდოთ თქვენ და არა პრემიერს?" - აცხადებს შსს-ს მინისტრი ვახტანგ გომელაური.
დღეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემაც არ დაასახელა ზუსტი ციფრი, რამდენი კილომეტრია რუსეთ-საქართველოს საზღვარი.
"რა მნიშვნელობა აქვს" - თქვა ბრეგაძემ "ტვ პირველის" კითხვის საპასუხოდ.
ირაკლი ღარიბაშვილი ახალ სკანდალში ეხევა. პრემიერმა საქართველო-რუსეთის საზღვარი 300 კილომეტრით შეამცირა. ბრატისლავას ფორუმზე ღარიბაშვილმა თქვა, რომ ჩვენ გვაქვს პირდაპირი საზღვარი რუსეთთან 600 კილომეტრი. არადა ოფიცილური მონაცემებით რომელიც შინაგან საქმეთა სამინსიტროს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული საქართველოს სახმელეთო საზღვარი რუსეთთან 894 კილომეტრია.