ოპოზიცია: "სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში გამოსვლის შემდეგ ნიკა გვარამია უნდა შეიწყალოს"

31.05.23 13:57
ოპოზიცია: "სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში გამოსვლის შემდეგ ნიკა გვარამია უნდა შეიწყალოს"

ოპოზიციაში ამბობენ, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია უნდა შეიწყალოს და ამ გადაწყვეტილებას სიმბოლურად ხელი სტრასბურგში მოაწეროს. რომან გოცირიძის თქმით, ეს იქნება მისი მხრიდან სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯი, რომელსაც თუ ახლა არ გადადგამს, მერე აღარ დაუფასებენ. 

"ნიკა გვარამია დღეს უნდა გაათავისუფლოს, სიმბოლურად უნდა მოაწეროს ხელი სტრასბურგში ამ გადაწყვეტილებას და ეს იქნება მისი მხრიდან ძალიან სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯი, გზავნილი ევროპისადმი და გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისადმი. თუ ამას არ გააკეთებს მაინც მოუწევს, არავინ ამას აღარ დაუფასებს, იმიტომ, რომ ეს არ იქნება მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეს იქნება საერთაშორისო ზეწოლის შედეგი" - ამბობს რომან გოცირიძე.

ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკეველი ამბობს, რომ პრეზიდენტს ყოველთვის აქვს შანსი მიიღოს გადაწყვეტილება, რასაც მას კანონი ანიჭებს, მაგრამ მისგან მხოლოდ განცხადებებს ისმენენ.

"სალომე ზურაბიშვილს ყოველთვის ჰქონდა და აქვს შანსი დღესაც, მან მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელსაც კანონი ანიჭებს მას და ამით ძალიან ბევრი რამ წინ წაწიოს ჩვენი ევროინტეგრაციის მიმართულებით, მაგრამ ჩვენ სალომე ზურაბიშვილისგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვისმენთ მხოლოდ განცხადებებს" - ამბობს გიორგი ბოტკოველი.

შეგახსენებთ, რომ დღეს 13 წლიანი პაუზის შემდეგ თბილისის დროით ზუსტად 17:00 საათზე ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა იწყება.