"ლაპარაკობს ღარიბაშვილი, ლაპარაკობს საქართველოს მოსახლეობა - მოკოვი არა" - ლილუაშვილი პრემიერის მაშველი რგოლი
სუს-ის შეფმა გრიგოლ ლილუაშვილმა პრემიერის ბრატისლავაში, ფორუმზე გამოსვლას საუკეთესო უწოდა და თქვა, რომ ამბობს, რომ მედიაში ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები არასწორი ფორმულირებით გავრცელდა.
ჯერ ერთი ირაკლი ღარიბაშვილი ეგეთი ფორმულირებით არ უთქვამს, თქვენ ცოტა ინტერპრეტირებას ეწევით. მისი გამონათქვამი იყო ძალიან კარგი. მთლიანად გამოსვლა იყო ძალიან საუკეთესო, რაც მოგვისმენია ქართველი ლიდერების მიერ. გავიგეთ ის, რომ ჯერ ჩვენ ქვეყანას უნდა მივხედოთ და მერე ვიზრუნოთ სხვა ქვეყნებზე.
რაც შეეხება ევროპარლამენტარების შეფასებებს, ლილუაშვილმა თქვა, რომ პოლიტიკოსები ჩვენთანაც ბევრ რამეს ამბობენ, თუმცა ნაწილი მისაღებია ნაწილი არა.
არ უწოდებიათ რუსეთის რუპორი, პოლიტიკოსები ჩვენთანაც ბევრ რამეს ამბობენ, თუმცა ნაწილი მისაღებია ნაწილი არა. საქართველოს მოსახლეობა რას ფიქრობს, ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი". - ამბობს ლილუაშვილი.
ლაპარაკობს ღარიბაშვილი, ლაპარაკობს მოსკოვი - ამის საპასუხოდ გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, რომ "ლაპარაკობს ღარიბაშვილი, ლაპარაკობს საქართველოს მოსახლეობა. მოკოვი არა!"
ირაკლი ღარიბაშვილი ახალ სკანდალში ეხევა. პრემიერმა საქართველო-რუსეთის საზღვარი 300 კილომეტრით შეამცირა. ბრატისლავას ფორუმზე ღარიბაშვილმა თქვა, რომ ჩვენ გვაქვს პირდაპირი საზღვარი რუსეთთან 600 კილომეტრი. არადა ოფიცილური მონაცემებით რომელიც შინაგან საქმეთა სამინსიტროს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული საქართველოს სახმელეთო საზღვარი რუსეთთან 894 კილომეტრია.