თქვენი აზრით, რატომ განახორციელა რუსეთმა აგრესია უკრაინაში და არა რომელიმე სხვა ქვეყანაში? - კობახიძე

31.05.23 14:19
თქვენი აზრით, რატომ განახორციელა რუსეთმა აგრესია უკრაინაში და არა რომელიმე სხვა ქვეყანაში? - კობახიძე

კითხვა მინდა დავსვა, თქვენი აზრით, რატო განხორციელდა რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში და არა რომელიმე სხვა მეზობელ ქვეყანაში? საქართველოზე არ ვისაუბროთ. მაგალითად, ყაზახეთში, მონღოლეთში, აზერბაიჯანში? , - ამ შეკითხვით ირაკლი კობახიძემ პრემიერის დაცვა სცადა. საუბარია ღარიბაშვილის ბრატისლავაში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიზეზი უკრაინის ნატოში გაწევრიანების განზრახვა გახდა.

"ქართული ოცნების" თავმდჯომარე ამბობს, რომ პრემიერიმა ფაქტის კონსტატაცია მოახდინა.

ერთადერთი განსხვავება იყო უკრაინასა და აზერბაიჯანს მონღოლეთსა და ყაზახეთს შორის, რომ უკრაინა ისწრაფოდა ევროკავშირისა და ნატოსკენ, ეს ქვეყნები არა, - თქვა კობახიძემ.