"თქვენი ხელისუფლების პირობებში მიმდინარეობს ქვეყნის რუსიფიკაცია" - ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში
ხმაური და დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე - ჩხუბი პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციონერ თინა ბოკუჩავას შორის პრემიერის ანგარიშს მოჰყვა. ირაკლი ღარბაშვილი კანონს არღვევს - ახლა საკანომდებლო ორგანოში მისი ყოველწლიური ანგარიში უნდა იყოს გადაგზავნილი, თუმცა პრემიერი არ ჩქარობს .
ოპოზიცია კი დოკუმენტს და ღარიბაშვილის პარალემენტში უახლოეს დღეებში მისვლას ითხოვს. თინა ბოკუჩავას ამ მოთხოვნას ბიუროს სხდომაზე ჩხუბი მოჰყვა.
ბოკუჩავა ამბობს, რომ ახლა ირაკლი ღარიბაშვილის მეშვეობით საქართველოს რუსიფიკაცია ხდება.
"პრემიერ მინისტრი წარსდგეს პარლამენტის წინაშე და ამ უმწვავეს კითხვებს რომელიც არის საზოგადოებაში გასცეს პასუხები. ფარულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით რუსეთთან და იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც მათ შორის გააკეთა გუშინ ნატოსთან დაკავშირებით, რომელიც არის ღია თავდასხმა ნატოზე.
თქვენი ხელისუფლების პირობებში მიმდინარეობს ქვეყნის რუსიფიკაცია, გუშინდელი განცხადება ბატონი პრემიერ მინისტრის იყო ანტი სახელმწიფოებრივი და ანტი კონსტიტუციური, შესაბამისად ვფიქრობ, რომ არ არის გამართლებული, ერთი თვით ლოდინი პრემიერ მინისტრის პარლამენტში მოსვლის. მე მაინტერესებს, თქვენ რას ეუბნებით იმ 73% საქართველოს მოქალაქეებისა, რომელთაც სურთ ნატოში გაწევრიანება ბოლო კვლევის მიხედვით. რასაც ღარიბაშვილი ეუბნება, რომ მათ თუ ნატოში უნდათ ესე იგი ომი უნდათ?!" - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თინა ბოკუჩავას მოთხოვნებს პარლამენტის თავმჯდოამრემ კაპრიზები უწოდა და თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან რიცხვი შეთანხმებულია.
ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან რიცხვი შევათანხმეთ. ქალბატონიო თინა, იცით რა, სამყარო თქვენს კაპრიზებზე არ არის აწყობილი- თქვა პაპუაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით 30 ივნისს წარსდგება.