დაპირისპირება პარლამენტში - თინა ბოკუჩავა ხატია დეკანოიძეს "ოცნებასთან" გარიგებაში სდებს ბრალს
დაპირისპირება პარლამენტის სხდომათა დარბაზში ფრაქცია ენმ-ს ყოფილ და ამჟამინდელ თავმჯდომარეებს შორის - თინა ბოკუჩავა ხატია დეკანოიძეს ბრალს "ოცნებასთან" გარიგებაში სდებს.
დღეს მიჭირს კითხვების დასმა, ტონალობას ნუ განმისაზღვრავთ ქალბატონო ხატია, მაგრამ ნამდვილად მიჭირს. მადროვეთ. გულწრფელ პასუხს ველი. ფაქტია, რომ დღეს ერთმანეთს ემთხვევა, ტქვენი და ოცნების ინტერესები, რომელიც დღეს თქვენს მიერ ინიცირებული კანონის გამო საუბრობს ქილიკით საუბრობს ნაციონალური მოძრაობის თვისობრივ დაშლაზე. ვერ მოგართვით" -განაცხადა ბოკუჩავამ.
დეკანოძე კი პირდაპირ აცხადებს, რომ თუ ერთი კანონის ეშინია "ნაციონალურ მოძრაობას" და ფრაქციას თავმჯდომარე ბოკუჩავა თვლის, რომ მხოლოდ ამ კანონს შეუძლია ნაციონალური მოძრაობის დაშლა, მაშინ ეს თავად ენმ-ს პრობლემაა.
იცით თუ არა იმ ინფორმაციის შესახებ, რომ თქვენი ფრაქციის წევრები ამ პოლიტიკურ გარიგებას პოლიტიკურ ჯგუფს არ უკავშირებენ. პარტიაში გაქვთ დიდი ანტიკორუფციული მოძრაობა და გამოგიძიებიათ თუ არა, რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი ამ ადამიანების მხრიდან, რომ მხარი დაუჭირეთ კლანის გაძლიერებას და ძალიან მძიმე იყო ეს გადაწყვეტილება. ამიტომ მე ვერ გეტყვით, ამ კითხვაზე მე პასუხი არ მაქვს. სამწუხაროა ის ტალახის სროლა და გეთანხმებით, ესე არ უნდა ხდებოდეს, რასაც ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვისმენთ". - ამბობს დეკანოიძე.
ხატია დეკანოიძე პარლამენტში გამოსვლისას ასაბუთებდა, თუ რატომ არის პარტიიდან წასული ორი დეპუტატისთვის მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკური ჯგუფები შექმნან. სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება მასა და თინა ბოკუჩავას შორის.