ბრძოლა გავლენებისთვის - ღარიბაშვილი და კობახიძე, სავარაუდოდ, ძალაუფლებას ვერ იყოფენ

31.05.23 15:04
ბრძოლა გავლენებისთვის - ღარიბაშვილი და კობახიძე, სავარაუდოდ, ძალაუფლებას ვერ იყოფენ

ბრძოლა გავლენებისთვის - მმართველ პარტიაში, სავარაუდოდ, დიდი დაპირისპირებაა. პრემიერის და "ოცნების" თავმჯდომარის კონფლიქტზე  მმართველი პარტიის  პოლიტიკურ კულუარებში აქტიურად საუბრობენ.  ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი  კობახიძე ოლიგარქის კარზე ძალაუფლებას  ვერ იყოფენ. ღარიბაშვილს, სავარაუდოდ,  პრემიერობასთან ერთად მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტიც სურს.

ღარიბაშვილის ამბიციებს  "ოცნების" ორ ლიდერს შორის იმდენად მწვავე დაპირისპირება მოჰყვა, რომ არცერთ საჯარო ღონისძიებაზე  კობახიძე-ღარიბაშვილი თვეებია ერთად აღარ ჩნდებიან.

დაპირისპირება პრემიერსა და კობახიძეს შორის რომ ახლა არ დაწყებულა, "პირველებთან" "ოცნებიდან" უკვე  წასული პოლიტიკოსები და ყოფილი დეპუტატებიც დასტურებენ.

კარგად მახსოვს, როდესაც ვხედავდი რამდენად შეეძლოთ ერთმანეთის წინააღმდეგ ფარული მოქმედებები დაეგეგმათ და ეს იყო ყველაზე საშინელი სანახავი. დღეს არც იმას გამოვრიცხავ, რომ პრემიერის მიმართ კობახიძეს, ისევე როგორც, არც ადრე ჰქონდა სიმპათიები, დღეს კიდევ უფრო მძალვრად ჰქონდეს ეს პროტესტი ან რაღაცა ნეგატიური განწყობებ. ამას ხელს ისიც უწყობს,ს ამწუხაროდ, რომ პროვოცირება ერთმანეთის წინააღმდეგ, ეს ყოველთის სადღაც კულუარულად იგეგმებოდა. თავის დროზე, კობახიძეს არასდროს ჰქონდა რაიმე გავლენა და ავტორიტეტი პარტიის შიგნით, განსხვავებით ღარიბაშვილისგან, რომელსაც ცოტა უფრო მეტი შიდა გავლენები ჰქონდა, იმიტომ, რომ ის მაინც 2012-იანის ფესვებიდან მოდის, მაგრამ კობახიძე იყო შემდეგ მოსული და ამავდროულად, პიროვნულადაც არ იმსახურებდა, შიგნით ვამბობ, ასეთ პატივისცემას და აღიარებას. შემაკავებელი მუხრუჭები არ აქვს პარტია, ამიტომ კიდევ უფრო მძლავრი იქნება ეს დაპირისპირება, განსაკუთრებით, როდესდაც გინდა ერთ ადამიანს მოეწონოს შენი ყველა ქცევა, - ამბობს ეკა ბესელია.

ანი მიროტაძე  ფიქრობს, რომ საბოლოო ჯამშ ბიძნა ივანიშვილი ფსონს ირაკლი ღარიბაშვილზე დადებს. 

სულაც არ გამოვრიცხავ, ღარიბაშილი ითხოვდეს, რომ პარტიული თანამდებობაც და პრემიერის თანამდებობაც იყოს მის ხელში, სრული ძალაუფლება იყოს მის ხელში. კლანი წარმოადგენდა მანამდე ირაკლი კობახიძის დასაყრდენს. შესაბამისად, ეს იყო გზავნილი ძალიან მკაფიო მოსამართლეთა კლანისთვის, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან მეგობრობის პირობებშიც ან ვთქვათ, გარკვეული პარტიული ცვლილებების ან ძალაუფლების სხვა ცვლილების პირობებში დამოკიდებლება არ შეიცვლება მათ მიმართ და მეტიც, ის კიდევ უფრო აქტიურად იმეგობრებს და დაიცავს იმ კლანს, რომელიც დაასანქცირა ჩვენმა პ[არტნიორმა ქვეყაამ. ამიტომ ვფიქრობ, რომ პროცესი დაპირისპირების ახლა არ დაწყებულა მათ შორის და ეს უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, ოღონდ ერთ საკითხია, საბოლოო ჯამში, ეს პროცსი დასრულდება, მაგრმაქ დასრულდება ამშინ, როცა მისი დასრულება მოუნდება ბიძნა ივანიშვილს და როცა ეს მომენტი დადგება, ჩემი აზრით, ამ პარტიას წააგებს ირაკლი კობახიძე, - ამბობს მიროტაძე.