“გავიგე, რომ აქ ომის მიზეზებს განიხილავდით…” – ფონ დერ ლაიენი ბრატისლავაში

31.05.23 15:05
“გავიგე, რომ აქ ომის მიზეზებს განიხილავდით…” – ფონ დერ ლაიენი ბრატისლავაში

ევრკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ ისაუბრა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზებზე. 

ლაიენმა თქვა, რომ გაიგო GLOBSEC-ზე ომის მიზეზებს განიხილავდნენ. 

"აქ, GLOBSEC-ში, გავიგე, რომ რომ თქვენ განიხილავდით ამ ომის მიზეზებს. ასე რომ, ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, რუსეთმა დაიწყო ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი. უმიზეზოდ, იგი შეიჭრა უკრაინაში, რათა წაეშალა ქვეყანა რუკიდან. რუსეთი უარს ამბობს უკრაინის დამოუკიდებელ ქვეყნად მიღებაზე. მაგრამ უკრაინელების ნებამ, იბრძოლონ და იყვნენ თავისუფლები, გააოცა მსოფლიო", - თქვა ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია ვის გამოსვლას ეხმიანებოდა, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზებზე ერთ-ერთი რეზონანსული განცხადება გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

ღარიბაშვილმა გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამართულ დისკუსიაზე გნაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის „ერთ-ერთი მიზეზი“ ამ უკანასკნელის ნატოში გაწევრიანების განზრახვა იყო.