"მოვისმენთ და მოვიწყენთ"... - ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლაზე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირწმუნება, რომ პრეზიდენტისთვის ევროპარლამენტის ტრიბუნის დათმობა სულაც არ ნიშნავს, რომ ის ნამდვილად ევროპელია. ირაკლი კობახიძეს მედიისგან აინტერესებს, როდის იყო სალომე ზურაბიშილი ევროპელი, მაშინ, როცა 2008 წლის ომზე საუბრობდა, თუ ახლა, როცა საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს.
მოვისმენთ და მოვიწყენთ... სალომე ზურაბიშვილს რატომ არ ეკითხებით, რა მოხდა 2008 წლის 7 აგვისტოს? ანუ მაშინ იყო მოღალატე, ახლა არის პირველი ევროპელი და ნატოელი სალომე ზურაბიშვილი და ამიტომ არის საინტერესო მისთვის ამ კითხვის დასმა, - ამბობს კობახიძე.
13 წლიანი პაუზის შემდეგ დღეს თბილისის დროით ზუსტად 17:00 საათზე ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა იწყება.