გაგიკვირდებათ და პოზიტიური მოლოდინი მაქვს - მდინარაძე ევროპარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლაზე
ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძეს თანაგუნდელებისგან განსხვავებით პოზიტიური მოლოდინი აქვს. მისი თქმით, ამის საფუძველს მას სოციალურ ქსელში გავრცელებული კომენტარები აძლევს, სადაც მომხმარებლები პრეზიდენტს 26 მაისის ღონისძიებაზე წარმოთქმული სიტყვის გამო აკრიტიკებენ.
გაგიკვირდებათ და მე დღეს გაცილებით პოზიტიური მოლოდინი მაქვს პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით იქიდან გამომდინარე, რომ მან ნახა 2 დღის წინ საზოგადოების უმწვავესი რეაქცია იმ გამოსვლაზე, არ შევაფასებ, რომელიც მან დამოუკიდებლობის დღესთან მიძღვნილ ცერემონიალზე გააკეთა, - ამბოლბს მდინარაძე.
13 წლიანი პაუზის შემდეგ დღეს თბილისის დროით ზუსტად 17:00 საათზე ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა იწყება.