2008 წელს "ოცნება" რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, ეს ომი არ იქნებოდა - კობახიძე

31.05.23 15:29
2008 წელს "ოცნება" რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, ეს ომი არ იქნებოდა - კობახიძე

ირაკლი ღარიბაშვილი ისტორიის გაყალბებაშია ბრალდებული - პრორუსული განცხადებების ავტორი პრემიერი იქამდე მივიდა, რომ "ქართული ოცნება" ერთადერთ ხელისუფლებად გამოაცხადა, რომლის მმართველობის დროსაც საქართველოს ტერიტორები არ დაუკარგავს. ამ კომენტარით, პრემიერმა ფაქტობრივად ყველა წინა ხელისუფლება რუსეთთან ომის დაწყებაში დაადანაშაულა.

პრემიერმა ვერ გაბედა იმის თქმა, რომ ომი სამივე შემთხვევაში რუსეთმა დაიწყო.

მის რიტორიკას იზიარებენ "ოცნების" წევრებიც. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 2008 წელს სააკაშვილი უმძიმეს ავანტიურაზე წავიდა და მაშინ, რომ "ოცნება" ყოფილიყო ხელისუფლებაში, ეს ომი არ იქნებოდა.

რაც შეეხება სამი ხელისუფლების პირობებში არსებულ სამ ომს. ნებისმიერი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია ჰქონდეს რაციონალური, პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას თავიდან ააცილებს საფრთხეებს. უამრავი კატასტროფული შეცდომა იქნა დაშვებული, რამაც გამოიწვია ის უმძიმესი შედეგები, რაც არ დამდგარა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. 2008 წელზე საერთოდ არ მინდა საუბარი. ეს იყო უმძიმესი ავანტიურა, რაზეც წავიდა მიხეილ სააკაშვილი. 2008 წელს არცერთ შემთვევაში არ იქნება ქვეყანაში ომი, მაშინ ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ოცნება. რუსეთი არის პრობლემა და პრობლემას სჭირდება მუდმივი მუშაობა". - აღნიშნა კობახიძემ.