ღარიბაშვილი ისტორიის გაყალბებაშია ბრალდებული - პრემიერმა, ფაქტობრივად, ყველა წინა ხელისუფლება რუსეთთან ომის დაწყებაში დაადანაშაულა
ირაკლი ღარიბაშვილი ისტორიის გაყალბებაშია ბრალდებული - პრორუსული განცხადებების ავტორი პრემიერი იქამდე მივიდა, რომ ბრატისლავაში "გლობასეკის" ფორუმზე "ქართული ოცნება" ერთადერთ ხელისუფლებად გამოაცხადა, რომლის მმართველობის დროსაც საქართველოს ტერიტორები არ დაუკარგავს. ამ კომენტარით, პრემიერმა ფაქტობრივად ყველა წინა ხელისუფლება რუსეთთან ომის დაწყებაში დაადანაშაულა.
პრემიერმა ვერ გაბედა იმის თქმა, რომ ომი სამივე შემთხვევაში რუსეთმა დაიწყო.
რომან გოცირიძე პრემიერის განცხადებებს მავნებლურს და დანაშაულებრივს უწოდებს.
ყველა ომი, თურმე რაც საქართველოში რუსეთმა წამოიწყო, თურმე, ქართული მხარის მიერ ყოფილა პროვოცირებული. ეს არის მავნებლური და დანაშაულებრივი განცხადება. თუ კიდევ ასე გააგრძელებს და ნატოში გაწევრიანების ნიჰილიზმს აღძრავს, ის დაჯდება განსასჯელის სკამზე.
"ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ პრემიერმა საქართველო დასავლეთს დააახლოვა, რაც შეეხება 2008 წლის ომს, თალაკვაძე პრემიერისგან განსხვავებით პირდაპირ ამბობს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო.
პრემიერი არის იმ გუნდის ლიდერი, რომელმაც რეალურად საქართველო დააახლოვა დასავლეთს. რა თქმა უნდა, რუსეთი დაესხა 2008 წელს თავს საქართველოს. რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას". - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.