ხმაური ქუთაისის საკრებულოში -სააკაშვილზე გაკეთებულ განცხადებებს სხდომაზე დაპირისპირება მოპყვა

31.05.23 16:05
ხმაური ქუთაისის საკრებულოში -სააკაშვილზე გაკეთებულ განცხადებებს სხდომაზე დაპირისპირება მოპყვა

დღეს ქუთაისი საკრებულოში ხმაური და დაპირისპირება იყო, რაც მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებულ განცხადებას და საგარეო კურსზე საუბარს მოყვა. „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა უმრავლესობის დეპუტატებს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, მოღალატეები უწოდეს.

როგორც ოპოზიციონერები აცხადებენ, ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსს ცვლის, რაც მიუღებელი და ქვეყნის ღალატია.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ რუსეთთან ცალმხრივად ფრენები, სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" დროს აღდგა და ახლა ამაზე საუბარი ორმაგი სტანდარტია.

"დაპირისპირება და ხმაური დღეს ქუთაისის საკრებულოში ქალბატონი მარეხის განცხადებას მოჰყვა, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს დაინგრა ეს ქვეყანა, მიხეილ სააკაშვილი უძღვებოდა რუსებს საქართველოში, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველო დაიქცა" - ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი.