ისტორიის გადაწერას უფრო მაღალი კვალიფიკაცია სჭირდება, ვიდრე ეს შეიძლება, ღარიბაშვილს ჰქონდეს - ხვიჩია

31.05.23 16:01
ისტორიის გადაწერას უფრო მაღალი კვალიფიკაცია სჭირდება, ვიდრე ეს შეიძლება, ღარიბაშვილს ჰქონდეს - ხვიჩია

ირაკლი ღარიბაშვილი ისტორიის გაყალბებაშია ბრალდებული -"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ისტორიის გადაწერას უფრო მაღალი კვალიფიკაცია სჭირდება, ვიდრე ეს შეიძლება, ღარიბაშვილს ჰქონდეს.

ხვიჩიას თქმით, ღარიბაშვილის დავალებაა, რომ ხომალდი მოატრიალოს დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ.

"ისტორიის გადაწერა სერიოზული საქმეა და ამას ბევრად უფრო მაღალი კვალიფიკაცია სჭირდება ვიდრე ეს შეიძლება ღარიბაშვილს ჰქონდეს. მე მგონი, ბატონი ღარიბაშვილი სინამდვილეში დაკავებულია დავლებებით, რასაც ის ღებულობს არცთუ ისე ხარისხიანად შესრულებით და არა ისეთი საპასუხისმგებლო სახით, როგორიც არის ისტორიის გადაწერა. დავალება ის არის, რომ ხომალდი მოატრიალოს დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ" - ამბობს იაგო ხვიჩია.

პრორუსული განცხადებების ავტორი პრემიერი იქამდე მივიდა, რომ ბრატისლავაში "გლობასეკის" ფორუმზე "ქართული ოცნება" ერთადერთ ხელისუფლებად გამოაცხადა, რომლის მმართველობის დროსაც საქართველოს ტერიტორები არ დაუკარგავს. ამ კომენტარით, პრემიერმა ფაქტობრივად ყველა წინა ხელისუფლება რუსეთთან ომის დაწყებაში დაადანაშაულა.

პრემიერმა ვერ გაბედა იმის თქმა, რომ ომი სამივე შემთხვევაში რუსეთმა დაიწყო.