პარტიული ეშმაკები შეუჩნდნენ - გოცირიძე ლევან ბეჟაშვილზე

31.05.23 16:39
პარტიული ეშმაკები შეუჩნდნენ - გოცირიძე ლევან ბეჟაშვილზე

პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფების შექმნის საკითხის გამარტივებას ლევან ბეჟაშვილიც ითხოვდა - რომან გოცირიძის თქმით, ბეჟაშვილი დღეს განსკვავებულ პოზიციაზეა, რადგან მას პარტიული ეშმაკები შეუჩნდნენ.

"სამწუხაროდ დღეს ბატონი ლევანი განსხვავებულ პოზიციაზეა, ის არის წესიერი პიროვნება და მაღალკვალიფიციური იურისტი და მან სწორედ ამ სახით წარმოადგინა კომიტეტის სხდომაზე თავი, მერე პარტიული ეშმაკები შეუჩნდნენ და დღეს განსხვავებული პოზიცია აქვს, მაგრამ მაინც მადლიერი ვართ მისით" - რომან გოცირიძე.

ენმ-ში განმარტავენ, რომ ბეჟაშვილი გიორგი გახარიას პარტიიისთვის პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საკითხის წინააღმდეგობას აკრიტიკებდა და ამ საკითხის განხილვის დროს ხატია დეკანოიძის და რომან გოცირიძის პოლიტიკური ჯგუფის საკითხს არ გულისხმობდა.

"ლევან ბეჟაშვილის ეს პოზიცია უკავშირდებოდა რეგლამენტში იმ პირველ ცვლილებას, როდესაც ქართული ოცნების მიერ დაინფიცირებული ცვლილებებით, პოლიტიკური ჯგუფის შესაძლებლობა ექნებოდა ხალხის ძალას და არა გახარიას დეპუტატებს. ტყუილი არის, რომ ლევან ბეჟაშვილი ამ ინიციატივას უჭერდა მხარს. ვისურვებდი ნაციონალური მოძრაობიდან წასულებისგან, მიუხედავად იმისა, რომ მე წარმატებას ვუსურვებ, თვითონ შეინარჩუნონ პატივისცემა იმ პოლიტიკური პარტიისადმი და არ დაემსგავსონ ქართულ ოცნებას მესიჯ ბოქსებში იმ პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, რომელმაც მათი პოლიტიკური კარიერა რეალურად შექმნა, მაშინაც როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში და მაშინაც, როცა იყო ოპოზიციაში" - ამბობს ანა წითლიძე.