ხელისუფლება ნატოს წევრობაზე უარისთვის ნიადაგს ამზადებს - გახარია
ხელისუფლება ნატოს წევრობაზე უარისთვის ნიადაგს ამზადებს - ასე ეხმაურება პრემიერის ბრატისლავაში "გლობასეკის" ფორუმზე გაკეთებულ განცხადებებს ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია.
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი ფეისბუკზე წერს, რომ ნატოს წევრობის სურვილის დასახელება რუსული აგრესიის მიზეზად, რუსული ნარატივია.
ნატოს წევრობის სურვილის დასახელება რუსული აგრესიის მიზეზად, არის რუსული ნარატივი და კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოს მთავრობა ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ხელისუფლება ნიადაგს ამზადებს ნატოს წევრობაზე უარისთვის “მეორე ფრონტის” და “ნეიტრალიტეტის” ყალბი ნარატივის ქვეშ. ევროკავშირისა და ნატოს წევრობა არის მშვიდობის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი".- წერს გახარია
ღარიბაშვილმა დღეს ბრატისლავას უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისკენ მისწრაფებაა.