რეპრესიული კანონი უნდა გაუქმდეს - გიორგი ვაშაძე
პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტს არეგისტრირებს, რომლითაც ძველი ნორმების დაბრუნებას ითხოვს. ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არადემოკრატიულია.