სუიციდი ლანჩხუთში- გარდაცვლილი მოზარდის ბებია ტრაგედიის დეტალებს პირველად ყვება (ვიდეო)

20.05.21 18:29
სუიციდი ლანჩხუთში- გარდაცვლილი მოზარდის ბებია ტრაგედიის დეტალებს პირველად ყვება (ვიდეო)

გურიაში გარდაცვლილი 11-ე კლასის მოსწავლის ბებია, ტრაგედიის დეტალებზე პირველად "ტვ პირველთან" ყვება. გარდაცვლილის ოჯახის წევრი ამბობს, რომ სუიციდამდე რამდენიმე დღით ადრე გოგონას  მამამ შენიშვნა მისცა და ლეპტოპი ჩამოართვა: 

სანამ სკოლა დაიწყებოდა, კვირას, დედამისთან დააპირა წასვლა. დედა ქუთაისში ცხოვრობს. ქეთის (გარდაცვლილის) მშობლები გაცილებულები არიან. წასასვლელად ემზადებოდა, როცა შვილიშვილმა ამბავი მოიტანა, რომ ხვალ სკოლა იწყებაო. მე ვუთხარი, ქეთი შენ თუ წასვლა გინდა დღეს წადი და ხვალ ჩამოდითქო. ამის მერე სატელეფონო კონტაქტტზე არ გამოდიოდა, როცა ძმა ან მამა უკავშირდებოდა. კონტაქტზე რომ არ გამოდიოდა, მამამისი თურქეთიდან საყვედურს უთვლიდა. როგორ მაკადრე ეს, პასუხს რატომ არ მცემო"- აცხადებს გარდაცვლილის ბებია. 

ქალის თქმით, მამა-შვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა მამა შვილისგან "მეტ პასუხისმგებლობას" მოითხოვდა. 

დარჩენა თუ გინდა, მაგის გამო ხომ არ მოგკლავ, რატომ არ გამოდიხარ კონტაქტზეო. მე მხოლოდ პასუხისმგებლობა მინდაო. ამის შემდეგ დაბრუნდა ლანჩხუთში, რადგან სკოლა იწყებოდა. სახლში ჩამოსვლის შემდეგ, მამას ტელეფონზე ელაპარაკებოდა"- უთხრა მედიას გარდაცვლილი არასრულწლოვანის ბებიამ. 

მისი თქმით, მამამ გოგონას ლეპტოპი ჩამოართვა: 

ვფიქრობ, რომ ვითომ მამამ დასაჯა, ტელეფონი და ლეპტოპი არ იმასქნაო... დღეს, ეკლესიიდან რომ მოვიდა, მე მამამის ველაპარაკებოდი. მითხრა ქეთოს კიდევ აქვს ტელეფონიო?! არაფერი მითქვამს, ის კი უკანა კარებიდან გავიდა. 5-10 წუთი რომ დააგვიაანა, ბოსელში შევედი, იქნებ აქ იმალებათქო. ფეხზე დამდგარი იყო, ყელზე კი თოკი ჰქონდა"- ამბობს გარდაცვლილის ბებია. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები