უკრაინის სანქცია ევროკავშირის სანქციას არ ნიშნავს - გიორგი კაკაურიძე

02.06.23 15:49
უკრაინის სანქცია ევროკავშირის სანქციას არ ნიშნავს - გიორგი კაკაურიძე

"ქართული ოცნებისთვის" უკრიანულ სანქციებს ფასი არ აქვს. მმართველი პარტიის წევრები დღეს ამტკიცებენ, რომ უკრაინის შავ სიაში მოხვედრით, ქართულ კომპანიებს ვერაფერს დააკლებენ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე პირდაპირ ამბობს, რომ უკრაინის სანქცია ევროკავშირის სანქციას არ ნიშნავს.

უკრაინის მიერ დაწესებული სანქცია, არ ნიშნავს საერთაშორისო სანქციას. ჯორჯიან ეარვეისის ან ნებისმიერი კომპანიის დასანქცირება, რომელიც დაარღვევს საერთაშორისო სანქციებს და ამის გამო დაასანქცირებენ, ეს არ არის კარგი, თუმცა ბიუჯეტის და ქვეყნის ეკონომიკაზე, ისეთი კომპანიის დასანქცირება, რომელიცაა "ჯორჯიან ეარვეისი", რა თქმა უნდა, არ იქნება მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი. მე დარწმუნებული ვარ, რომ "ჯორჯიან ეარვეისი" და ყველა ქართული კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს იმას, რომ სანქციები რაც დაწესებულია, ის სანქციები აღსრულდეს. რაც შეეხება კონკრეტული მთავრობის გადაწყვეტილებას, არ ვიცი მის უკან რა დგას. უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას". - ამბობს გიორგი კაკაურიძე.

უკრიანა ქმედებაზე უკვე გადასულია, სანქცირების კანდიდატთა სიაში მოხვდა აირზენას დირექტორი, მისი ძმა და ვალერი კვარაცხელიას შვილიც.