თუ საქართველოს აეროპორტები დასანქცირებიან, ჩვენ აღარ გვექნება კავშირი ევროკავშირთან - ვაშაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, "ჯორჯიან ეარვეისს" მძიმე ბედი ელოდება, რადგან ეს სანქციები ევროპის და ამერიკის მიმართულებითაც გაგრძელდება.
ვაშაძე ამბობს, რომ ახლა მთავარი საკითხია, დასანქცირდება თუ არა საქართველოს აეროპორტები, რადგან თუ ასე მოხდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კავშირი აღარ გვექნება ევროკავშირთან.
მძიმე ბედი ელოდება "ჯორჯიან ეარვეისს". ეს არის თავიდან ბოლომდე მისი მესაკუთრეების გადაწყვეტილება. უკრაინის სანქციები არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი და გაგრძელდება ეს სანქციები ევროპის და ამერიკის მიმართულებით. ახლა მთავარი საკითხია, დასანქცირდება თუ არა საქართველოს აეროპორტები. აეროპორტების დასანქცირება ნიშნავს, რომ ჩვენ აღარ გვექნება კავშირის ევროკავშირთან და გვექნება მხოლოდ რუსეთთან ფრენები. მე ასეთ საქართველოსთან და ასეთ რეალოაბასთან შეგუებას არ ვაპირებ. ამიტომ არის სიფხიზელ საჭირო". - ამბობს გიორგი ვაშაძე.