ამაყი ქვეყნის ამაყი წარმომადგენელი - წულუკიანი ღარიბაშვილს აქებს
ღირსეულად წარდგა როგორც ამაყი ქვეყნის ამაყი წარმომადგენელი - ასე აფასებს პრემირ-მინისტრის მოლდოვაში, ევროპულ ფორუმზე ვიზიტს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.
წულუკიანის თქმით, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის და მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ პრემიერმა სიტყვიერი მხარდაჭერა მიიღო ევროპულ ფორუმზე.
"ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი საერთაშორისო ვიზიტი, სადაც ღირსეულად წარდგა როგორც ამაყი ქვეყნის ამაყი წარმომადგენელი. ეს არის ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური პოზიცია, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სისხლის ფასად მოპოვებული დამოუკიდებლობა გვაქვს. გვაქვს სუვერენული სახელმწიფო და ვისწრაფვით განუხრელად ევროპული ევროპის კავშირში გაერთიანებისკენ.
ჩვენ ვთვლით თავაწეულნი, რომ ეს სტატუსი, რომლისკენაც ვისწრაფვით, ჩვენს ხალხს, სახელმწიფოს ეკუთვნის, თუკი ეს შეფასება იქნება კრიტერიუმებზე დაფუძნებული. თუკი ეს შეფასება იქნება პოლიტიკური, ამ შემთხვევაშიც, ჩვენ ვთვლით, რომ ქვეყანას ეს სტატუსი ნამდვილად ეკუთვნის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმა სიტყვიერი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის ამ გზაზე მიიღო. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ყველა რეკომენდაციის შესასრულებლად და დაველოდებით დიდი მოთმინებით იმ დღეს, როდესაც ბრიუსელში იქნება ჩვენი ქვეყნისადმი მიღებული ერთადერთი და ამჯერად სამართლიანი გადაწყვეტილება სტატუსის მონიჭების შესახებ". - აცხადებს წულუკიანი.