ზურაბიშვილი სააკაშვილის შეიწყალებს მხოლოდ მაშინ, თუ ეს ივანიშვილს დასჭირდება - ჭიაბერაშვილი
პოლიტიკოსს ზურაბ ჭიაბერაშვილს არ სჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალება უნდა და ამას ვერ აკეთებს.
ჭიაბერაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი დაპატიმრებული პრეზიდენტის შეწყალების გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ეს ბიძინა ივანიშვილს დასჭირდება.
მე არ მჯერა, რომ მას უნდა და ვერ აკეთებს. ის უბრალოდ ამას არ აკეთებს. ის ამას გააკეთებს მხოლოდ მაშინ, თუ ეს დასჭირდება ივანიშვილს. რაც უფრო დიდხანს გვექნება ილუზია ამ საოკუპაციო რეჟიმთან დაკავშირებით, სალომე ზურაბშვილთანდ აკავშირებით, მით უფრო ღრმად ჩაგვითრევს ეს ჭაობი". - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ზურაბიშვილმა ფრანგულენოვან მედიაში დაანონსა, რომ სააკაშვილს ვერ შეიწყალებს, რადგან ხელს კონკრეტული გარემოებები უშლის.