დამალული კონტრაქტები - 20 სახელმწიფო უწყება ხარჯებს არ ასაჯაროებს
ირაკლი ღარიბაშვილი ხალხს უმალავს, რაში ხარჯავს მათ ფულს. უკვე რამდენიმე წელია მთავრობის ადმინისტრაცია არ ასაჯაროვებს ინფორმაციას, რამდენს იხდის ფუფუნების საგნების, ძვირადღირებული საკვებისა თუ წვეულებების მოწყობაში.
ექსპერტები სავარაუდო კორუფციაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ გამარტივებული შესყიდვები ერთ-ერთი კარგად ნაცადი მეთოდია. პრობლემა სისტემურია, რადგან ირკვევა, რომ 20 სახელმწიფო უწყებას ან არასდროს გამოუქვეყნებია ინფორმაცია ან ბოლო წლებში შეწყვიტეს.
კანონში პირდაპირ წერია, რომ თუ შესყიდვა საიდუმლო არ არის, მაშინ ყველა კონტრაქტი საჯარო უნდა გახდეს.
"საერთაშორიოს გამჭვირვალობა - საქართველოს" ხმაურიანი ანგარიშის შესახებ ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.