ეშინია თუ არა მეხუთე პრეზიდენტს მესამე პრეზიდენტის შეწყალების?
სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის ელექტრონული სამაჯურით გათავისუფლებას ითხოვს. შეწყალების ნაცვლად მესამე პრეზიდენტის თავისუფლების გეგმა მან ფრანგული მედიის ეთერში გაახმაურა.
სააკაშვილის პატიმრობით ქვეყანა ზარალდება - ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის მთავარი სათქმელი. სალომე ზურაბიშვილმა "ოცნებას" პრაქტიკულად უთხრა, რომ თუ ქვეყნის ევროკავშირის წევრობა უნდათ, ეს უნდა გააკეთონ.
რატომ არ იწყალებს მიხეილ სააკაშვილს სალომე ზურაბიშვილი? - გიული ალასანია ფიქრობს, რომ პრეზიდენტი შეშინებულია. მესამე პრეზიდენტის დედისთვის არადამაჯერებელია ყველა ის არგუმენტი, რის გამოც ზურაბიშვილმა თქვა, რომ პატიმარ პრეზიდენტს ვერ შეიწყალებს. ალასანია დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილს ივანიშვილის ეშინია და მის კონსტიტუციურ უფლებას მხოლოდ ამიტომ არ იყენებს.
ფრნაგული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი თავს იმით იმართლებდა, რომ მის მიერ სააკაშვილის შეწყალებას აზრი არ აქვს, რადგან არსებობს სხვა გარემოებები, რის გამოც ამ უფლების გამოყენება არ შეუძლია.
ზურაბიშვილს თბილისიდან უთხრეს, რომ ეს მხოლოდ პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობაა და სხვა არაფერი.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.