სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის ელექტრონული სამაჯურით გათავისუფლების მომხრეა

02.06.23 19:29
სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის ელექტრონული სამაჯურით გათავისუფლების მომხრეა

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს დასჯა უფრო ლმობიერი მეთოებით უნდა მოხდეს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა  France 24-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ამის მიუხედავად პრეზიდენტმა თქვა, რომ ზიანი, რომელიც ქვეყანა მესამე პრეზიდენტის დაპატიმრებით მიადგა, ხელისუფლების გამოა, შეწყალება კი ამ ფაქტს ვეღარ შეცვლის. 

მე ბევრ რამეს ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს სიტუაცია შევარბილო. თუმცა ზიანი, რაც მოგვადგა, ეს მოგვადგა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო და შევიწყალებ თუ არა მას, ეს არ შეცვლის ამ ზიანს. მე ვფიქრობ, რომ მას უნდა მოექცნენ და ეს გამიხმაურებია კიდევაც, როგორც ძალიან ბევრ პრეზიდენტს ექცევიან სხვა ქვეყნებში. არსებობს ელექტრონული სამაჯურები და სხვა ფორმები, რომლებიც ბევრად უფრო შეესაბამება იმ ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში უნდა შესვლა," - თქვა ზურაბიშილმა ფრანგულ მედიასტან ინტერვიუში.