პარლამენტის წინ აქციაზე პოლიციამ 3 ადამიანი დააკავა

02.06.23 23:00
პარლამენტის წინ აქციაზე პოლიციამ 3 ადამიანი დააკავა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 3 ადამიანი დააკავა-  დაკავებულთა შორის არიან ადვოკატი შოთა თუთბერიძე და ლაშა ჯანჯღავა.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ პოლიციამ პროტესტის მონაწილეები მხოლოდ იმის გამო დააკავა, რომ მათ ხელში ბანერები ეჭირათ.

"2023 წლის 2 ივნისს, პარლამენტის წინ ბანერები თავზე გადაგვახიეს, არანაირი გადატანითი მნიშვნელობა, პირდაპირი მნიშვნელობით თავზე გადაგვახიეს.
აქციის 3 მონაწილე დააკავეს ბანერის ხელში დაჭერის გამო.
ცარიელი ფურცლებით მდგომ აქტივისტებს, ცარიელი ფურცლები წაართვეს."-  წერს მაცაბერიძე.

აქციის მონაწილეები ირაკლი ღარიბაშვილის ანტიდასავლურ გამოსვლებს და პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებენ.