თუთბერიძე ხელწერილით გაათავისუფლეს

03.06.23 00:41
თუთბერიძე ხელწერილით გაათავისუფლეს

ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელიც რამდენიმე საათის წინ, პარლამენტთან დააკავეს, თავისუფალია. 

"ხელწერილის საფუძველზე გამომიშვეს, სავარაუდოდ იმიტომ, რომ გამოხმაურების შეეშინდათ" - აცხადებს თუთბერიძე. 

თუთბერიძის თქმით, სამართალდამცველებმა შეადგინეს ოქმი, სადაც ჩაწერეს, თითქოს ის პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა და აგინებდა, რაც ადვოკატის თქმით, სიცრუეა.