პარლამენტთან უფლებადამცველი ედუარდ მარიკაშვილი დააკავეს

03.06.23 00:46
 პარლამენტთან უფლებადამცველი ედუარდ მარიკაშვილი დააკავეს

პარლამენტთან  „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა -GDI“-ის თავმდჯომარე ედუარდ მარიკაშვილი, ის პოლიციამ ცარიელი ფურცლის დაჭერის გამო აიყვანა.  ასევე დაკავებულები არიან იურისტები საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე.

"საქართველოს პარლამენტთთან სხვა უფლებადამცველებთან ერთად, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი მშვიდობიანი პროტესტის უფლებით სარგებლობისას უკანონოდ დააკავეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, კახეთის გზატკეცილზეა გადაყვანილი. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ედუარდი და სხვა დაკავებული უფლებადამცველები". - წერს ორგანიზაცია Facebook-ზე.

სამოქალაქო აქტივისტები პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის საერთაშორისო ღონისძიებებზე სიტყვით გამოსვლებს აპროტესტებენ.

ისინი მარტის აქციების დროს დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვენ.