რეპრესიული ინსტრუმენტებით ახალგაზრდების დაკავება - განათლების მინისტრი კითხვებს ვერ პასუხობს

03.06.23 11:58
რეპრესიული ინსტრუმენტებით ახალგაზრდების დაკავება - განათლების მინისტრი კითხვებს ვერ პასუხობს

რეპრესიული ინსტრუმენტებით ახალგაზრდების დაკავება - თუ რას ფიქრობს განათლების მინისტრი ახალგაზრდების დაკავების იმ ფორმებსა და მეთოდებზე რომელსაც პოლიცია გუშინ მიმართავდა, გიორგი ამილახვარი  "ტვ პირველის"  მიერ დასმულ კითხვებს ვერ პასუხობს.

"არ ვარ საქმის კურსში, ვერ გიპასუხებთ" - ამბობს ამილახვარი.

დაკავებები პუტინის სტილით და ბრძოლა საბჭოთა მეთოდებით - ხელისუფლებამ გუშინდელ აქციაზე უფლებადამცველები და აქტივისტები დააკავეს. აქციაზე დაშავდნენ ახალგაზრდებიც.