გაათავისუფლეთ დაკავებულები, გამოძიებულ იქნას უფლებამოსილების გადამეტება პოლიციელების მხრიდან - ნინო დოლიძე
ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში და კონსტიტუციის უხეში დარღვევა. არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ უფლებადამცველების და სამქოალაქო აქტივისტების დაკავება პარლამენტთან ყველა საერთაშორიოდ აღიარებულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
ISFED-ის ხელმძღვანელი ნინო დოლიძე მოუწოდებს შსს-ს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებულები და ასევე გამოძიებულ იქნას უფლებამოსილების გადამეტება პოლიციელების მხრიდან
"ჩვენ ვნახეთ აქტივისტების და მათ შორის უფლებადამცველების დაკავებაც თეთრი ფურცლების ხელში ჭერის გამო, რაც არის თვითნებური და უხეში ჩარევა პოლიციის მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაში. ასეთი რამ გვინახავს რუსეთში და ავტორიტარულ ქვეყნებში. ამიტომ, ცხადია, ამან გამოიწვია მოქალაქეების ბრაზი და ყველანი გავედით იქ, იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენ საქართველოში არსებული გამოხატვის თავისუფლება.
მოვუწოდებთ შსს-ს რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები და ასევე გამოძებულ იქნას ეს თვითნებობა და უფლებამოსილების გადამეტება პოლიციელების მხრიდან. ეს არის რუსული მეთოდი, პოლიციური მეთოდი და ამის დამკვიდრებას საქართველოში აუცილებალდ ყველა შევეწინააღმდეგებით". - ამბობს ნინო დოლიძე.
დაკავებები პუტინის სტილით და ბრძოლა საბჭოთა მეთოდებით - ხელისუფლებამ უფლებადამცველების დასჯაც დაიწყო. რუსთაველის გამზირზე ღამით არასამთავრობო ორგანიზაცების წინააღმდეგ პოლიციამ სადამსჯელო ოპერაცია მოაწყო.
ხალხი პარლამენტთან ღარიბაშილის ანტიდასავლურ განცხადებებს და ლაზარე გრიგორიადისის უკანონო პატიმრობას აპროტესტებდა. ზოგიერთი მათგანი პოლიციამ ხელში ცარიელი ფურცლის ჭერის გამო დააპატიმრა.
დაკავებულთა შორის არის „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა -GDI“-ის თავმდჯომარე ედუარდ მარიკაშვილი, ასევე იურისტები საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე.
ჯამში სულ 10-მდე დაკავებულია. ზუსტ რაოდენობაზე შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ყველა მათგანს საგამოძიებო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.