გუშინდელი დაკავებები ბოლშევიკების მმართველობას გვაგონებს, ომბუდსმენი უნდა გაცოცხლდეს - გეგელია

03.06.23 13:30
გუშინდელი დაკავებები ბოლშევიკების მმართველობას გვაგონებს, ომბუდსმენი უნდა გაცოცხლდეს - გეგელია

გუშინდელი დაკავებების ღამე "ლელოს" წევრს გრიგოლ გეგელიას ბოლშევიკური მმართველობის წლებს ახსენებს და ამბობს, რომ საქართველოში პოლიციური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას აქვს მცდელობა.

გეგელია, სახალხო დამცველს გამოფხიზლებისკენ მოუწოდბეს და ურჩევს, უფრო მერად დაინტერესდეს მსგავსი საკითხებით. 

წარმოუდგენელია, ადამიანებს აკავებდე ცარიელი პოსტერების გამო, როგორც ხდება კრემლში და ლუკაშენკოს ბელარუსში. ეს არის შეურაცხყოფა, როგორც ქართული კონსტიტუციის, ასევე ქართული დემოკრატიის. ეს ყველაფერი პირდაპირ გვაგონებს ბოლშევიკების მმართველობის წლებს, როდესაც ერთი პარტია განაგებდა ყველაფერს და ყველა ვალდებული იყო, რომ ერთი პარტიის მსახური ყოფილიყო. ომბუდსმენი უნდა გაცოცხლდეს და ბევრად უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს, ამ საკითხზე, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ ჩვეულებრივი პოლიციური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას". - ამბობს გრიგოლ გეგელია.

პარლამენტთან დაკავებული უფლებადამცველები სასამართლოს მოლოდინში არიან. პროცესების ჩანიშვნას ელოდებიან სამოქალაქო აქტივისტებიც.

დაკავებულები თელავსა და დუშეთში არიან გადანაწილებულები. არსებობს ვარაუდი, რომ დაკავებულების ნაწილს ფიზიკური დაზიანებები აქვთ მიყენებული.

ხალხი პარლამენტთან ღარიბაშილის ანტიდასავლურ განცხადებებს და ლაზარე გრიგორიადისის უკანონო პატიმრობას აპროტესტებდა. ზოგიერთი მათგანი პოლიციამ ხელში ცარიელი ფურცლის ჭერის გამო დააპატიმრა.

დაკავებულთა შორის არის  „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა -GDI“-ის თავმდჯომარე ედუარდ მარიკაშვილი, ასევე იურისტები საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე.

ჯამში სულ 10-მდე დაკავებულია. ზუსტ რაოდენობაზე შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ყველა მათგანს საგამოძიებო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.