თუ გამოხატვის თავისუფლება მართლზომიერების ფარგლებს სცდება, ეს მოითხოვს აღკვეთას - სარჯველაძე დაკავებებზე
"ოცნება" ამბობს, რომ გუშინდელ აქციაზე მშვიდობიანმა დემონტრანტებმა გამოხატვის თავისუფლების მართლზომიერების ფარგლებს გადააჭარბებს და სწორედ ამიტომ მოხდა მათი დაკავება.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, ამ შემთხვევაში, რუსულ მეთოდზე საუბარს გარკვეულმა ჯგუფემა თავი უნდა დაანებონ.
რუსულ მეთოდზე საუბარს მემგონია თავი უნდა დავანებოთ. გასაგები არ არის უბრალოდ, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ. იურისტებისთვის არსებობს მარტივი რამ, არსებობს გამოხატვის თავისუფლება და არსებობს წესრიგის დაცვის მოვალეობა. ეს უნდა იყოს დაბალანსებული. სწორი ბალანსი არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ გამოხატვის თავისუფლება სცდება რაღაც მართლზომიერების ფარგლებს, ამ შემთვევაში, ბუნებრივია, რომ ეს მოითხოვს აღკვეთას და პასუხის გაცემას სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან. პოლიციის შეურაცხყოფა, ხულიგნობა, ასეთი გარემოებები შეუძლებელია, რომ საერთოდ უყურადღებოდ რჩებოდეს". - ამბობს სარჯველაძე.
დღეს ზუსტად ცხრა საათზე, მოქალაქეები ისევ ქუჩაში გადიან. რუსული მეთოდებით ხალხის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი ხელისუფლებამ ახალ განზომილებაში გადაიყვანა.