სააკაშვილის მხარდამჭერები აქციისთვის ემზადებიან - ენმ-ს წევრები "ვივა მედთან" იკრიბებიან
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციისთვის ემზადებიან. მესამე პრეზიდენტიის გათავისუფლების მოთხოვნით, "ნაცმოძრაობის" წევრები "ვივა მედთან" იკრიბებიან. ზუსტად ორ საათზე კლინიკასთან გამოჩნდებიან "ნაცმოძრაობის" ლიდერებიც. სალომე ზურაბიშილმა ხელისუფლებას უკვე მოუწოდა, რომ მესამე პრეზიდენტი ელექტრონული სამაჯურით გაათავისუფლონ. ოცნება ჯერჯერობით დუმს.