სამაჯურით, ალიკაპით და ჯაჭვითაც დასაბმელია ეს მთავრობა - ნადირაძე ზურაბიშვილის განცხადებაზე
სამაჯურით, ალიკაპით და ჯაჭვითაც დასაბმელია ეს მთავრობა - ასე პასუხობს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადბას, რომელმაც ოცნებას მოუწოდა, რომ მესამე პრეზიდენტი ელექტრონული სამაჯურით გაათავისუფლონ.
ნადირაძის თქმით, ზურაბიშვილს შეუძლია დაპატიმრებული პრეზიდენტის შეწყალება, დანარჩენი გადაბრალება-გადმობრალება კი დროის გაწელვაა, რაც მხოლოდ ივანიშვილს აწყობს.
მიხეილ სააკაშვილი დღეს არის პუტინის პირადი პატიმარი. ის გამოგონილი ბრალდებებით უზის ციხეში რუს ოლიგარქ ივანიშვილს პუტინის საამებლად. ელექტრონული სამაჯური თუ ვინმეს აქვს გასაკეთებელი, სამაჯურიც, ალიკაპიც და ჯაჭვიც, არაინ ეს დასაბმელი მთავრობა, რომელბიც ცოფიანი ძაღლებივით იწევენ ევროკავშირისკენ და ამერიკისკენ, რომ გალანძღონ, გამოთათხონ ისინი და დაგვაშორონ ევროკავშირს. ამიტომ, მიშა უნდა იყოს თავისუფალი და წერტილი. ზურაბიშვილს თუ რაიმეს გაკეტება შეუძლია, უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლება და შეიწყალოს. დანარჩენი გადაბრალება-გადმობრალება არის დროის გაწელვა, რაც აწყობს მხოლოდ ივანიშვილს". - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციისთვის ემზადებიან. მესამე პრეზიდენტიის გათავისუფლების მოთხოვნით, "ნაცმოძრაობის" წევრები "ვივა მედთან" იკრიბებიან.