ცოფიანი ძაღლებივით ხალხზე მიქსევით, ევროპას ეუბნები, არ მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი - მანჯგალაძე

03.06.23 14:19
ცოფიანი ძაღლებივით ხალხზე მიქსევით, ევროპას ეუბნები, არ მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი - მანჯგალაძე

ცოფიანი ძაღლებივით ხალხზე მიქსევით, ევროპას ეუბნები, არ მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი - ასე ეხმაურება გუშნდელ დაკავებებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე.

მანჯგალაძის თქმით, რეჟიმის ერთგული პოლიციელების პასუხისმგებლობა, აუცილებლად უნდა დადგეს.

ღარიბაშვილი არის მთავარი დივერსია, ჩასვლა ყველგან ევროპაში, ანტიდასავლური განცხადებები, ქმედებები და ახლა ეს, რუსეთთან მიმსგავსება ქმედებაში, ცოფიანი ძაღლებივით ხალხზე მიქსევა, ეს არის პირდაპირ განაცხადი. ამით ევროპას ეუბნებან, რომ არ მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი. ეს პირდაპირ სამშობლოს ღალატად შეიძლება, განვიხილოთ. რეჟიმის ერთგული პოლიციელების პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს".- ამბობს პაატა მანჯგალაძე.

პარლამენტთან დაკავებული უფლებადამცველები სასამართლოს მოლოდინში არიან. პროცესების ჩანიშვნას ელოდებიან სამოქალაქო აქტივისტებიც.

დაკავებულები თელავსა და დუშეთში არიან გადანაწილებულები. არსებობს ვარაუდი, რომ დაკავებულების ნაწილს ფიზიკური დაზიანებები აქვთ მიყენებული.

ხალხი პარლამენტთან ღარიბაშილის ანტიდასავლურ განცხადებებს და ლაზარე გრიგორიადისის უკანონო პატიმრობას აპროტესტებდა. ზოგიერთი მათგანი პოლიციამ ხელში ცარიელი ფურცლის ჭერის გამო დააპატიმრა.

დაკავებულთა შორის არის  „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა -GDI“-ის თავმდჯომარე ედუარდ მარიკაშვილი, ასევე იურისტები საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე.

ჯამში სულ 10-მდე დაკავებულია. ზუსტ რაოდენობაზე შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ყველა მათგანს საგამოძიებო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.