"თავისუფლება მიშას" - "ვივა მედთან" მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია მიმდინარეობს
"თავისუფლება მიშას" - კლინიკა "ვივა მედთან" მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია მიმდინარეობს.
კლინიკა სამართალდამცველების ალყაშია მოქცეული. "ვივა მედს" პოლიციის მაღალჩინოსნები იცავენ.
ადგილზე შეკრებილები არიან ენმ-ის წევრები, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და ახლობლები, რომლებიც იქ საქართველოს, უკრაინის, აშშ-ისა და ევროკავშირის დროშებით მივიდნენ.