რუსი ხელისუფლებისთვის საჯაროდ დედის ტრა&ის გინება არის გამბედაობის მინიმალური სტანდარტი - ზურა ჯაფარიძე

03.06.23 14:45
რუსი ხელისუფლებისთვის საჯაროდ დედის ტრა&ის გინება არის გამბედაობის მინიმალური სტანდარტი - ზურა ჯაფარიძე

"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, რუსი ხელისუფლებისთვის საჯაროდ დედის ტრა&ის გინება, ოკუპირებული ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის გამბედაობის მინიმალური სტანდარტია.

ამიტომაც, ჯაფარიძე საზოგადოებას, დღეს 9 საათზე, აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს.

ნებისმიერი ხელისუფლებისთვის საჯაროდ დედის ტრა&ის გინების უფლება არის გამოხატვის თავისუფლების არსებობის ტესტი
რუსი ხელისუფლებისთვის საჯაროდ დედის ტრა&ის გინება არის კეთილსინდისიერების და გამბედაობის მინიმალური სტანდარტი ოკუპირებული ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის
დღეს 21.00-ზე, რუსთაველზე" - წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. 

"დაიცავი გამოხატვის თავისუფლება!" - ამ ლოზუნგით, დღეს, ზუსტად ცხრა საათზე, მოქალაქეები ისევ ქუჩაში გადიან. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტთან სამართალდამცველებმა 10-მდე მშვიდობიანი აქტივისტი დააკავა.

ხალხი პარლამენტთან ღარიბაშილის ანტიდასავლურ განცხადებებს და ლაზარე გრიგორიადისის უკანონო პატიმრობას აპროტესტებდა. ზოგიერთი მათგანი პოლიციამ ხელში ცარიელი ფურცლის ჭერის გამო დააპატიმრა.