სააკაშვილი, აქციის მონაწილეებს პალატიდან ზელენსკის ფოტოთი გამოეხმაურა

03.06.23 15:05
სააკაშვილი, აქციის მონაწილეებს პალატიდან ზელენსკის ფოტოთი გამოეხმაურა

აქციის მონაწილეებმა "ვივა მედის" ცენტრალური შესასვლელიდან დაპატიმრებული პრეზიდენტის პალატისკენ გადაინაცვლეს.

მიხეილ სააკაშვილი პალატის ფანჯრიდან მხარდამჭერებს გამოეხმაურა და პრეზიდენტ ზელენსკის ფოტო უჩვენა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, ვივა მედთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.