სამაჯური და ალიკაპი გაუკეთონ კობახიძეს და ღარიბაშვილს - ხაბეიშვილი
სამაჯური და ალიკაპი გაუკეთონ ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს - ასე ეხმაურება ენმ-ს თავმდჯომარე ლევან ხაბეიშვილისალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც ოცნებას მოუწოდა, რომ მესამე პრეზიდენტი ელექტრონული სამაჯურით გაათავისუფლონ.
ხაბეიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა უნდა გამოიყენოს თავისი უფლება და გაათავისუფლოს პუტინის საამებლად დაკავებული პრეზიდენტი.
სამაჯური და ალიკაპი გაუკეთონ ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი. სალომე ზურაბიშვილს ეს ინსტრუმენტი აქვს. შესაწყელებელი კი არ აქვს რამე პრეზიდენტ სააკაშვილს, მისი უფლებამოსილება უნდა გამოიყენოს სალომემ და გაათავისუფლოს პუტინის საამებლად დაკავებული პრეზიდენტი". - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
ამ წუთებში, ვივა მედთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.