"სმს-ით გავიგე დღევანდელ აქციაზე" - მელიას ფლანგი სააკაშვილის მხარდასაჭერად "ვივა მედთან" დგას

03.06.23 15:22
"სმს-ით გავიგე დღევანდელ აქციაზე" - მელიას ფლანგი სააკაშვილის მხარდასაჭერად "ვივა მედთან" დგას

დაპირისპირების მიუხედავად, მესამე პრეზიდენტის გამო, ამ წუთებში მელიას ფლანგი ლევან ხაბეიშვილთან ერთად დგას "ვივა მედთან" და მიხეილ სააკაშვილის დაღვეულ უფლებებს აპროტესტებენ.

ბაჩო დოლიძის თქმით, ინფორმაციას პარტიისგან მოკლებულია და აქციის შესახებ სმს-ით შეიტყო.

მოკლებული ვარ ინფორმაციას, სმს-ით მომივიდა ინფორმაცია დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით. ჩემი, ჩემს მეგობრებთან ერტად აქ მოსვლის მიზანი არის სოლიდარობის გამოყატვა უკანონოდ დატყვევებული ადამიანის მიმართ. გამძლეობას, ჯანმრთელობას და ყველაფერს ვუსურვებ სააკაშვილს, რომ ამ რთულ პერიოდს ძალიან ღირსეულად გაუმკლავდეს". - ამბობს ბაჩო დოლიძე.