"ირაყლი" - ფოტო "დროას" ზუგდიდის ოფისიდან
"ირაყლი" - ფოტო დროას ზუგდიდის ოფისიდან.
ოფისზე გადმოფენილი პლაკატით ოპოზიციური პარტია გუშინდელ დაკავებებს აპროტესტებს და ხალხს დღეს, 9 საათზე პარლამენტთან აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტთან სამართალდამცველებმა 10-მდე მშვიდობიანი აქტივისტი დააკავა.
ხალხი პარლამენტთან ღარიბაშილის ანტიდასავლურ განცხადებებს და ლაზარე გრიგორიადისის უკანონო პატიმრობას აპროტესტებდა. ზოგიერთი მათგანი პოლიციამ ხელში ცარიელი ფურცლის ჭერის გამო დააპატიმრა.