ადამიანებს იმის გამო აკავებენ, რომ მათი აზრი ივანიშვილის გროტესკულ პერსონაჟს, ღარიბაშვილს არ მოსწონს - ბუაძე

03.06.23 17:17
ადამიანებს იმის გამო აკავებენ, რომ მათი აზრი ივანიშვილის გროტესკულ პერსონაჟს, ღარიბაშვილს არ მოსწონს - ბუაძე

გუშინდელ დაკავებებს ანტიკონსტიტუციურს, უღირსსს, სამარცხვინოს და უკანონო საქციელს უწოდებს "ლელოს" წევრი საბა ბუაძე.

ბუაძე პირდაპირ ამბობს, რომ თავისუფალი აზრის გამომხატველ ადამიანებს იმიტომ აკავებენ, რომ მათი აზრი არ მოსწონს ირაკლი ღარიბაშვილს.

ნებისმიერი შეტევა ჩვენი გამოხატვის თავისუფლებაზე მაქსიმალური პროტესტით უნდა იქნას მოგერიებული და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ აი ამ გაჩუმების მცდელობებს, საზოგადოების ხელის გადაგრეხვის მცდელობებს ვუპასუხოთ ადეკვატურად. ყველაფერი, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, იყო ანტიკონსტიტუციური, უღირსი, სამარცხვინო, უკანონო საქციელი, სადაც ადამიანებს აკავებდნენ თავისუფალი სიტყვის და აზრის გამო, იმ აზრის გამო, რომელიც შესაძლოა, არ მოსწონდეს ივანიშვილის ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო და გროტესკულ პერონაჟს - ირაკლი ღარიბაშვილს". - ამბობს საბა ბუაძე.  

დედაქალქი საპროტესტო აქციისთვის ემზადება - თბილისის დროით, ზუსტად ცხრა საათზე მოქალაქეებს პარლამენტთან ელოდებიან. "არა რუსული წესებით ბრძოლას"- ამ მოწოდებით ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად პოლიტიკოსებიც  გადიან.