ქართველი მწერლები წულუკიანს უპირისპირდებიან - კულტურის მინისტრი კულტურის მოგუდვაშია მხილებული
ქართველი მწერლები თეა წულუკიანს უპირისპირდებიან - კულტურის მინისტრი კულტურის მოგუდვაშია მხილებული.
დღეს სტარტი უკვე მერვედ აიღო თბილისის საერთაშორისო ლირტერატირის ფესტივალმა. ეს ყველაფერი კი უკვე მეორედ კერძო სახსრებით მოხდა, რადგან უკვე მეორე წელია, კულტურის სამინისტრო უმნიშვენლოვანესი ღონისძიებისთვის დაფინანსების გამოყოფაზე უარს ამბობს.
"ლიტერატურული ფესტივალი უკვე მეორე წელია აღარ ფინანსდება კულტურის სამინისტროს მიერ. აღარ გვაღიარებს პარტნიორ ორგანიზაციად, შესაბამისად გვსჯის ასეთი ფინანსური შემცირებებით" - ამბობს მწერალთა სახლის დირექტორი ნატა ლომოური.
ფესტივალის ფარგლებში ქვეყანას 16 ქვეყნის 22 უცხოელი ავტორი ეწვევა.