ხელისუფლებას მიშა სააკაშვილის ისე ეშინია, როგორც არავისი - ცისკარიშვილი
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ეშინია ისე, როგორც არავისი.
ცისკარიშვილი ამბობს, რო დაპატიმრებული პრეზიდენტი თავისუფლებაზე უნდა იყოს და უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ თავის ქვეყანაში თავისუფლად იცხოვროს.
ის არის პოლიტიკური პატიმარი, პოლიტიკურად იზოლირებული, იმიტომ, რომ ამ რეჟიმს და ხელისუფლებას მიშა სააკაშვილის ეშინია, ისე, როგორც არავისი. შესაბამისად, ის უნდა იყოს თავისუფალი და მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ იცხოვროს აქ, საქართველოში, თავისუფლებაზე". - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.