იარაღები მინისტრებს - თავდაცვის მინისტრის ძვირადღირებული საჩუქრები კოლეგებს (ჟურნალისტური გამოძიება)

03.06.23 21:40
იარაღები მინისტრებს - თავდაცვის მინისტრის ძვირადღირებული საჩუქრები კოლეგებს (ჟურნალისტური გამოძიება)

"მელაძის შაბათის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება - თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ათასობით ლარის ღირებულების იარაღებს საქართველოს მოქალაქეების ფულით ყიდულობს და შემდეგ მინისტრებს ჩუქნის.

ირკვევა, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ერთ-ერთია რომელსაც, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჯარის ფულით ნაყიდი იარაღი აჩუქა. მოპოვებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა, ხალხის ფულით 2496 ლარად ტაბელური იარაღი ჯერ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურს შეაძენინა, შემდეგ კი მეგობარ მინისტრს სახლში გაატანა. 

"შაბათის ეთერის" მოპოვებული დოკუმენტებით, სასაჩუქრე იარაღებში თავდაცვის მინისტრმა მხოლოდ 2022 წლის რამდენიმე თვეში 200 ათას ლარამდე დახარჯა, ფული რევოლვერებში, პისტოლეტებში და სანადირო თოფებში გადაიხადა, აქამდე ამტკიცებდნენ, რომ იარაღს, იმ სამხედროებს უქადიდნენ, ვისაც სამხედრო ჩინი ენიჭებოდა, თუმცა ახლა დადასტურდა რომ ეს ასე არ არის. 

შაბათის ეთერის ინფორმაციით, რატი ბრეგაძე კიდევ ერთ მინისტრია, ვინც ჯუანშერ ბურჭულაძისგან იარაღი საჩუქრად მიიღო. 

რა დამსახურებისთვის იღებენ არასამხედრო პირები საჩუქრად ცეცხლსასროლ იარაღს? - "შაბათის ეთერის" ყველა კითხვა მინისტრის მოადგილეებმა უპასუხოდ დატოვეს, ბურჭულაძე კი ამტკიცებდა, რომ მას კანონი არ დაურღვევია. 

თავდაცვის მინისტრთან საუბრისას ირკვევა, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრი ერთადერთი არ არის, ვინც მისგან ძვირადღირებული საჩუქარი მიიღო. ჯუანშერ ბურჭულაძის ამბობს, რომ საჩუქრებად "ციკოლიას" ბრენდის საათები აჩუქა

"ციკოლიას" ბრენდის სამხედრო საათის ფასი 1500 ლარია. ვის ჩამოურიგეს უცნობია. ასე ათას სამი ათასი ან კიდევ უფრო მეტი ემატება და ჯამში საჩუქრების რაოდენობა რომელიც დასაბუთება არ აქვს შესაძლოა ასი ათასობით ლარს ცდებოდეს. 

ცეცხლსასროლი იარაღი საჩუქრად თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით სუჯაშვილმა და სამხედრო ცენტრ "დელტას" შეფმაც მიიღეს. თავდაცვის სამინისტრომ   მინისტრ ბურჭულაძის მარჯვენა ხელის, დავით სუჯაშვილის საჩუქარში  6580 ლარი, დელტას შეფის, იოსებ ლოლაძის სასაჩუქრე იარაღში კი 3000 ლარი გადაიხადა

იარაღები მინისტრებს - მაკა ანდრონიკაშვილის რეპორტაჟი