ყურადღებით ვაკვირდებით მათ საქმეებს, ვინც პარლამენტთან აქციაზე დააკავეს - აშშ-ის საელჩო

03.06.23 19:12
ყურადღებით ვაკვირდებით მათ საქმეებს, ვინც პარლამენტთან აქციაზე დააკავეს - აშშ-ის საელჩო

გუშინ, 2 ივნისს პარლამენტთან მშვიდობიან აქციაზე მოქალაქეების დაკავებულების საქმეებს ყურადღებით აკვირდება აშშ-ის საელჩო. 

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა არ შეესაბამება იმ ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებს, რომელთან შეერთებაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს.

"აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება იმ პირთა საქმეებს, რომლებიც 2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის დროს დააკავეს. მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებებია და დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის