გამორჩეული საზოგადო მოღვაწეობისთვის პრეზიდენტმა ქეთი დოლიძე დააჯილდოვა
გამორჩეული საზოგადო მოღვაწეობისთვის პრეზიდენტმა ქეთი დოლიძეს თამარ მეფის ორდენი გადასცა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა 5 მარტს გამოსცა, ცერემონია კი 8 მარტს გაიმართა. ქეთი დოლიძემ სოციალურ ქსელში დაჯილდოების ამსახველი ფოტოებიც განათავსა.