მურუსიძის კლანი "შაბათის ეთერის" გუნდის წინააღმდეგ - როგორ ებრძვიან გამომძიებელ ჟურნალისტებს?!

03.06.23 20:47
მურუსიძის კლანი "შაბათის ეთერის" გუნდის წინააღმდეგ - როგორ ებრძვიან გამომძიებელ ჟურნალისტებს?!

მურუსიძის კლანი შაბათის გუნდის წინააღმდეგ - როგორ დაეწერა მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილს გამომძიებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ ღარიბაშვილის გარემოცვის სარჩელი?

გზირიშვილი სასამართლო კლანის შეფის ლევან მურუსიძის ახლო გარემოცვის წევრი და სასამართლო სისტემის ახალბედა მოსამართლეა, რომელსაც პოლიტიკური წარსული აქვს. 

ალექსანდრე გზირიშვილმა "შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ ტარიელ ღარიბაშვილის გარემოცვის სარჩელი სამშაბათს უნდა განიხილოს. 

ირკვევა, რომ ალექსანდრე გზირიშვილის შვილის ნათლია, ლევან მურუსიძის არარეგისტრირებული მეუღლე ლელა ჭანიაა. ჭანია თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთ ერთი გავლენიანი ფიგურაა, ის სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს ხელმძღვანელობს. 

"შაბათის ეთერი" გიყვებათ, როგორ გაქრა საეჭვო ვითარებაში თბილისის საქალაქო სასამართლოდან მოსამართლე, რომელმაც "შაბათის ეთერის" წამყვანის ნოდარ მელაძე და მაკა ანდრონიკაშვილის წინააღმდეგ რეპრესიებს ხელი არ მოაწერა და როგორ აღმოჩნდა ეს საქმე, კლანის ოჯახთან დაკავშირებული მოსამართლის ხელში. 

"შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიება ეთერში 2021 წლის დეკემბერში გავიდა, მაშინ გამომძიებელ ჟურნალისტებს ჰქონდათ ინფორმაცია,  რომ ღვინის ქარხანა, რომელიც დედოფლისწყაროში, ნუგზარ ალუღიშვილის სახელზე იყო გაფორმებული, რეალურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამას ტარიელ ღარიბაშვილს ეკუთვნოდა. ჟურნალისტური გამოძიების ეთერში გასვლის, შემდეგ 2021  წლის 14 იანვარს, ნუგზარ ალუღიშვილმა გამომძიებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანა. 

გამომძიებელი ჟურნალისტების მოპოვებული ამ მტკიცებულებების მიუხედავად, რომ ქარხნის ხელმძღვანელ პირებად გაფორმებული ხალხი რეალურად რიგითი თანამშრომლები იყვნენ და სახეზე იყო ქონების სავარაუდო ფიქტიურ პირებზე გადაფორმების ფაქტი ნუგზარ ალუღიშვილი სასამართლოს უმტკიცებდა, რომ რეპორტაჟით მორალური ზიანი მიიღო და  ანაზღაურებას 20 ათას ლარს ითხოვდა. ალუღიშვილმა ჟურნალისტების საბანკო ანგარიშების დაყადაღება მოითხოვა, რაზეც მოსამართლემ უარი უთხრა, ამის შემდეგ საქმე განსახლდნენ მოსამართლე ია ლაბაძეს ეწერება, ლაბაძისგან ირაკლი ღარიბაშვილის მამის ბიზნესპარტნიორი უკვე ნოდარ მელაძის საცხოვრებელი ბინის დაყადაღებას ითხოვს. 

მოსამართლე ია ლაბაძემ "შაბათის ეთერის" გამომძიებელ ჟურნალისტთა ტელეპროექტის ავტორის და წამყვანის წინააღმდეგ, რეპრესიებს მწვანე შუქი არ აუნთო. სასამართლოს ხელით "შაბათის ეთერის" გამომძიებელ ჟურნალისტებზე პერსონალური ანგარიშსწორების მცდელობაში დიდი საფრთხე დაინახა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა.  ადამიანის უფლებების 2022 წლის ანგარიში ეს საქმე საქართველოში მედიაზე  ზეწოლის მაგალითად დასახელდა. 

ამის შემდეგ მოსამართლე ია ლაბაძე თბილისის საქალაქო სასამართლოდან გაქრა. ოფიციალური ინფორმაციით, ია ლაბაძეს 2022 წელს მოსამართლეობის 10 წლიანი ვადა ამოეწურა, თუმცა ის ახალი ვადით როდესაც ქვეყნის ყველაზე დიდი სასამართლო კადრების დეფიციტს განიცდის არა თბილისში ,  არამედ მცხეთაში გააწესეს. 

2023 წლიდან 7 თებერვალს, ოფიციალურად დადასტურდა ის რასაც "შაბათის ეთერი" ჟურნალისტურ გამოძიებაში ჰყვებოდა. დედოფლისწყაროში ღვინის ქარხნის წილის მფლობელი ტარიელ ღარიბაშვილი გახდა. მას შემდეგ რაც კომპანია "ქართული ფესვების" მფლობელებს შორის ტარიელ ღარიბაშვილის გვარი გამოჩნდა, მისი ბიზნესპარტნიორების სარჩელი განსახილველად  მოსამართლე გზირიშვილის დააწერეს. 

2023 წლის 26 აპრილს, როდესაც "შაბათის ეთერი" ჟურნალისტური გამოძიებისთვის პრემიერი მამის ბიზნესპარტნიორებთან მეორედ ჩავიდა, მაკა ანდრონიკაშვილს და გიორგი შეწირულს ღარიბაშვილების გარემოცვა თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. მეორე დღესვე ჟურნალისტების დასაშინებლად საქმეში უკვე მოსამართლე გზირიშვილ ჩართეს.

მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილი მამა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ყოფილი წევრია. მისი შვილი მოსამართლედ მაშინ დაანიშვნინა, როდესაც ძალაუფლება მის ხელში იყო. მაშინ ამას დიდი სკანდალი და ნაზი ჯანეზაშვილთან დიდი დაპირისპირება მოჰყვა. 

სასამართლოს გუშაგის ხელმძღვანელი ყვება, რომ მოსამართლე, რომელსაც ტვ პირველის გამომძიებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ, ღარიბაშვილი მამის ბიზნეს პარტნიორების სარჩელის განხილვა დააწერეს, სასამართლო სისტემაში ნეპოტიზმთ მოვიდა. 

თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟი