ლაზარე გრიგორიადისის მამამ პირი აიკრა და პარლამენტთან კარავი გაშალა

03.06.23 22:26
ლაზარე გრიგორიადისის მამამ პირი აიკრა და პარლამენტთან კარავი გაშალა

მარტის აქციების დროს დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მამამ პარლამენტთან კარავი გაშალა - მანამდე ბექა გრიგორიადისმა პირი აიკრა. 

მისი თქმით, ეს იმიტომ გააკეთა, რომ შემდეგ პოლიციამ არ დააბრალოს, რომ მან სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

"თავისუფლება" სკანდირებენ საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები. 

"ასე დავიხსნით საქართველოს რუსეთისგან"- თქვა ბექა გრიგორიადისმა. 

მან პარლამენტთან შეკრებილებს მადლობა გადაუხადა - "თქვან ხართ ძალა"- მიმართა მან ახალგაზრდებს.